ახალციხე-თბილისისა და ასპინძა-თბილისის სამარშუტო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
„არ ვიცი რატომ დასცხეს ერთმანეთს. მგონი ერთმა მეორეს მგზავრები „წაართვა“,_ ამბობენ მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმხილველები.
“არაფერი ისეთი არ არის, უბრალოდ, უსინდისოდ მოიქცა,” – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცველები.