ევროპული საქართველო” დღეს, 3 აგვისტოს, რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს – სწორედ ამით დაიწყებს პარტია წინასაარჩევნო კამპანიას. მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან, პარტია დღეს ნაწილის წარდგენას გეგმავს.
“ჩვენ გვქონდა სურვილი, მომხდარიყო თბილისს გარეთაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, მაგრამ რახან გადაწყდა, რომ შეთანხმება არ არის საჭირო, ასეთ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის ჩვენც, მაჟორიტარობის კანდიდატები რაც შეიძლება მალე უნდა დავასახელოთ და მალე შევუდგეთ საქმეს, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ “ევროპული საქართველოსი”, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა დამარცხდეს, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე.