მექსიკის გრეროს შტატში, შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით ჟურნალისტი მოკლა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა ,,PM Noticias” -ის ჟურნალისტი, პაბლო მორუგარესი, ქალაქ იგუალას ერთ-ერთ რესტორანში, დაცვის თანხლებით იყო, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტის დაცვის ერთი წევრიც ემსხვრეპლა.
როგორც Reuters წერს, ჟურნალისტს თავს 2016 წელსაც დაესხნენ, თუმცა, მაშინ, ის გადარჩა.
მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით, მკვლელობის მოტივი უცნობია.