კორპორაცია Microsoft- მა სოციალური ქსელის Tik Tok – ის ამერიკული განყოფილების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ ინფრომაციას The Wall Street Journal წყრაოზე დაყრდნობით ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის ამერიკის ტერიტორიაზე შესაძლოა აკრძალვის შესახებ განაცხადა და პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნა, რომ Tik Tok – ის ამერიკული კომპანიის მიერ შესყიდვის წინააღმდეგია.
როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, მოლაპარაკებების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის, მაგრამ Microsoft-მა და TikTok-ის მფლობელმა ByteDance პაუზის აღება გადაწყვიტეს, სანამ თეთრი სახლიდან დამატებით განმარტებებს არ მიიღებენ.
როგორც ცნობილია, თეთრი სახლის ლიდერმა Tik Tok -ის აკრძალვის შესახებ პირველ აგვისტოს განაცხადა. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდენ, რომ ჩინური აპლიკაციები საფრთხეს წარმოადგენს, რადგან კომპანია მომმხმარებელთა ინფორმაციას შესაძლოა ჩინეთის სპეცსამსახურებს აწვდიან.
Reuters-მა, ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ Tik Tok-ის შესყიდვაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა სოციალური ქსელი 50 მილიარდ დოლარად შეაფასეს, შემდგომ კი ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებს შესყიდვის შესახებ Microsoft აწარმოებს.