,,თავისუფლება ფურგალს“, ,,ეს ჩვენი მხარეა, ეს ჩვენი არჩევანია“, ,,რუსეთი პუტინის გარეშე“- ამ და სხვა შეძახილებით და ტრანსფარანტებით, უკვე ერთი თვეა მასშტაბური, ანტიპუტინური დემონსტრაცია, აღმოსავლეთ რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მიმდინარეობს, რომელიც მოსკოვიდან 6000 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.
ყველაფერი, 9 ივლისს, ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის და ფსევდო ოპოზიციური ,,ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრის, სერგეი ფურგალის დაკავებით დაიწყო. მას, პუტინის რეჟიმი, 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. ფურგალის დაპატიმრების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის რეგიონილი განყოფილების ხუთი წევრის სახლში, საოლქო დუმაში კი, ამ პარტიის ორი წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო რუსეთში მასობრივი თავყრილობის ჩატარება აკრძალულია, გუბერნატორის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები ამურის კომსომოლსკსა და ხაბაროვსკში მოყვა.
როგორც ჩანს, პუტინი, ლიბერალ-დემოკრატ სერგეი ფურგალს ვერ პატიობს, 2018 წლის არჩევნებში მმართველი პარტიის ,,ერთიანი რუსეთის“ კანდიდატის დამარცხებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად მოულოდნელად, პუტინის სტერილურ სისტემაში უცხო სხეული აღმოჩნდა.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ფურგალი არ იყო ის კაცი, პუტინის რუსეთში თავისუფლად, რომ უნდა ევლო.
,,არაკორუმპირებული და ამასთან, პოპულარულიც. ერთი სიტყვით, ფურგალი არ იყო ის კაცი, პუტინის რუსეთში თავისუფლად, რომ უნდა ევლო. ჰოდა, დაიჭირეს. საზოგადოებაში კი გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა: თუ დამნაშავე იყო, რატომ გამოვლინდა ეს საქმე მაინც და მაინც ახლა, 15 წლის შემდეგ?“ – აცხადებს აქციის მონაწილე
აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანის დაშლაზე პოლიციამ უარი განაცხადა. როგორც მედია იუწყება, საპროტესო აქციებში პოლიცია არ ერევა, მხოლოდ ვიდეოს და ფოტოებს იღებს. ასევე მედია წერს, რომ ათიათასობით მომიტიგეებს სიგინლებით ამხნევებდნენ, ქუჩაში მოსიარულე ავტომობილის მძღოლები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების, პირვანდელი მოთხოვნა მხოლოდ ფურგალის გათავისუფლება თუ იყო, შემდეგ აქციის მონაწილეებმა ხაბაროვსკის მხარის დროშებით ხელში, პუტინის დიქტატორული რეჟიმის დამხობა მოითხვეს.
18 ივლისს აქციის მონაწილეებმა, ქალაქის მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს და მერთან, სერგეი კრავჩუკთან შეხვედრა მოითხოვეს, პასუხად კი კრავშუკმა განაცხადა, რომ დემონსტრატები პროტესტისთვის ფულს იღებენ.
ასევე, საპროტესტო აქციები ხაბაროვსკელების მხარდასაჭერად მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვლადივასტოკში, ყაზანში, კრასნოდარში, ჩერლიანბინსკში სხვა ქალაქებში გაიმართა, თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ირკუსტში შედგა. სადაც ათობით დემოსნტრანი დაიჭირეს.
ეს რუსეთისთვის ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე მასშტაბური საპრტესტო ტალღაა, რომელიც არის შანსი, ცუნამად ქცევის და მთელი ქვეყანა, რომ მოიცვას.
წინა კვირას გამართული აქციების შემდეგ, ფურგალის ადვოკატმა, მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისმა მხარდამჭერებმა აქციები აღარ გამართონ.
როგორც ადვოკატი მედიასთან ამბობს, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.
,,სერგეი ფურგალს კავშირი არ აქვს ხაბაროვსკის მოქალაქეების, მისი ამომრჩევლების მიერ გამართულ აქციებთან, ის დემოსტრანტებს მადლობას უხდის, მაგრამ დღეს სასამართლოში თქვა, რომ არ ემხრობა მასობრივ აქციებს და როგორც რეგიონის გუბერნატორს, მიაჩნია, მისმა ამომრჩევლებმა კანონების მიხედვით უნდა იმოქმედონ“ – განაცხადა ადვოკატმა.
მიუხედავად ამისა დემონსტრანტები ანტიპუტინურ, მასშტაბურ საპრტესტო აქციებს მაინც მართავენ. დემოსტრანეტების სულისკვეთებამ მას შემდეგ, უფრო იმატა, როცა მოსკოვიდან პოპულარული როკ-ჯგუფის ,,ლენინგრადის“ სოლისტი სერგეი შნუროვი ხაბაროვსკში ჩავიდა.
გასული კვირის დასაწყისში, პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად მიხაილ დეგტიაროვი დანიშნა, მაგრამ მომიტინგეებს მისი მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არ აქვს და მის გადადგომას და დაპატიმრებას მოითხოვენ, პუტინისა და მისი მმართველობის დროს გაოლიგარქებული კაგებეს მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო დოვლათის მიტაცებაც გააპროტესტეს, შეძახილებით ,,ცენტრს – პრივილეგია, პერიფერიებს – შიმშილი“.
30 ივლისს, ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები უცხოელების და მათ შორის – ქართველების ორგანიზებულია და მათი პროვაკოტორები იმყოფებიან აქციაზე.
აღნიშნული მოვლენებთან დაკავშირებით, ცენტრმა ,,Levada” – მ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% – ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო 11% -ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
ცენტრის, კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23 % -ს მიიაჩნია პუტინი პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.
ამგვარად, რუსი ხალხი მის მიერვე არჩეულ ბელადს გაუნაწყენდა და შეახსენა, რომ სახელმწიფო კონსტიტუციით, ძალაუფლება მათ ეკუთვნით.
თუმცა პუტინი ამ ფონზე ამბობს, რომ მისთვის ხალხის აზრი მნიშვნელოვანია.