მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფიას ტაძარში, გულის შეტევით მუეძინი, ოსმან ასლანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას yenisafak ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სტამბულის გუბერნატორის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და ოჯახს და ნათესავებს უთანაგძნობს.
,,თანაგრძნობას ვუცხადებთ მეუძინი ასლან ოსმანის ოჯახსა და ნათესავებს, რომელიც აია-სოფიას ტაძარში გულის შეტევით გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 ივლისს, სტამბოლის აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხდვით სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.