საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის.
პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში დაუფარავს.
გადასახადების დაფარვა მთავრობის მიერ იგივე პრინციპით მოხდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
„200 კვ.ტ საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრ გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“,_ განაცხადა გახარიამ.