საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, რომლის ასაკიც 17 წლამდეა მთავრობისგან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს.
პრემიერის განცხადებით, დახმარებას მიიღებენ ასევე სტუდენტები, რომლებსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთი სემესტრის, 2020-2021 წელის 1 სემესტრის სრულ ანაზღაურებას და გარდა ამისა, სტუდენტები, რომელსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე არიან და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის სწავლის საფასურს და ეს არის 1 225 ლარი.
პრემიერის განცხადებით, ამ შეღავათით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.
ცნობისთვის, სწავლა საქართველოში სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში 15 სექტემბრიდან განახლდება.