ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც მედია იუწყება, დაბლოკილია ყველა ძირითადი სოციალური ქსელი, მესენჯერი და საძიებო სისტემა, უცხო ქვეყნიდან ბელარუსულ დომენზე შესვლა კი შეზღუდულია.
ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ შეფერხების მიზეზი უცხო ქვეყნიდან განხოციელებული კიბერშეტევაა, თუმცა ადგილობრივ IT-ექსპერტები და უფლებადამცველები მომხდარში სახელმწიფოს ადანაშაულებენ.
დამოუკიდებელი ორგანიზაცია Netblocks-ი, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს აწარმოებს, ბელარუსში მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით პრობლმებს ადასტურებს.
,,ინტერნეტზე წვდომა ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეიზღუდა. დღის განმავლობაში შეფერხებების მაშტაბი იზრდებოდა. ამან კი საინფორმაციო ვაკუუმი შექმნა, ამ დროს კი ქვეყნის მოსახლეობა გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის აპარატთან შექმნილი ,,კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ბელარუსის ეროვნულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერის, ,,ბელტელკომის“ ინფრასტრუქტურაზე DDOS-შეტევები განხორციელდა. მათივე განცხადებით, კიბერშეტევები, ასევე განხორციელდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამდენიმე მედიასაშუალების ვებ-გვერდებზე.
როგორც ცნობილია, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%.
ცენტრალური საარჩევენო კომისიის მიერ მონაცების გამოქვეყნების შემდეგ ხალხი ქუჩაში გავიდა, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ კი წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ბელარუსში სამართალდამცავებსა და დემოსტრანეტბს შორის დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვრეპლა, 3 ათასი ადამიანი კი დაკავებულია.