ახალქალაქში „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან აფეთქება მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით, რაც აფეთქებას გულისხმობს.
როგორც მკოიანი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას ამბობს, ას ემუქრებოდნენ და მომხდარსაც მუქარას უკავშირებს.
მაჟორიტარი-დეპუტატის თქმით, აფეთქებისას მისი ძმის მანქანა გაჩერებული იყო და ასაფეთქებელი მოწყობილობა 2 მეტრის დაშორებით მდგარ ხესთან იყო დამონტაჟებული.
“ჩემს ძმას აქვს კანტუზია და ერთ ყურში სმენა დაკარგა. ახლა ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი“,_ აცხადებს მკოიანი.