ინდოეთში ქირურგებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სიმსივნე ამოკვეთეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციას ქირურგები სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში ატარებდნენ, სიმსივნური წარმონაქმნი კი 54 კილოგრამს იწონიდა, რაც პაციენტის წონის ნახევარი იყო.
პაციენტმა, რომელიც დელის მაცხოვრებელია სიმსივნის გამო წონაში მოიმატა და 106 კგ გახდა. მას უჭირდა სუნთქვა, სიარული და მუცლის ღრუს ტკივილი აწუხებდა.