„ეკონომიკაზე წარმოდგენა არ აქვთ, ძალოვან მინისტრებზე თავად ამბობენ უარს და მარტო ხეების დარგვა თუ უნდათ ამ ქვეყანაში, მაგისთვის ხელისუფლებაში მოსვლა სულ არ არის საჭირო. გამოგზავნოს ხეები უკრაინიდან და მოაწყოს შაბათობები, მაინც სულ ლენინურად ცხოვრობდა“, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და მიხეილ სააკაშვილს „ ოცნების „ გადარჩენის ტალკვესს უწოდებს.
„ხან ჩამოდის, ხან მოცურავს, რეალურად კი, სააკაშვილი ივანიშვილის გადამრჩენელია. ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება, რომ „ნაციონალებში“ ბევრი ახალი ტიპის ლიდერია, რომლებიც ცვლილებას ცდილობენ და ვისაც დღეს თვითონ მიშა ვერ ეგუება, რადგან პირად ხიფათად აღიქვამს. სამაგიეროდ მიმდინარეობს მოლაპარაკება ოქრიაშვილების, ხაბულიანების, ჩოჩელების… შესაძლო უკან დაბრუნებაზე – ადამიანები, ვინც სწორედ „ნაციონალების“ დროს გამდიდრდნენ ყველაზე მეტად და ვინც ადრე მათ აფინანსებდა.
ბიძინა ივანიშვილმაც, თავის მხრივ, კობახიძეებს და პორტირებულ „ნაცებს“ გადააყოლა მთელი „ ქართული ოცნება“ და ქვეყანა…
იმდენად, რომ დღეს სიასაც კი ვერ ასახელებენ, ეშინიათ და იმიტომ!
არც ერთიან იდეოლოგია გააჩნიათ, სამაგიეროდ ჰყავთ ნაყიდი სახელები და გვარები, ვისაც დღეს უბრალოდ ვერ (არ) ენდობიან და შესაბამისად მაქსიმალურად წელავენ დოს.
„ოცნების“ დღევანდელი მოლაპარაკე თავები და ლიდერები კი, 2012 წელში და მანამდეც, ნაწილი „ნაციონალებში“ იყო, ნაწილი მოსკოვებში და ესეც ფაქტია“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.