კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა.
„გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიებში დასრულდა 2658 ნიმუშის კვლევა, აქედან დადასტურდა 39 ახალი შემთხვევა.
– საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე.
– პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში 1561 ნიმუში.
– კარანტინში იმყოფება 2450 პირი (არაკოვიდიანები)“,_ ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.