რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე, მშვიდობის დარგში წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას thehill ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივა მწერალ სერგეი კომკოვს ეკუთვნის. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად, რა გახდა ვლადიმერ პუტინის ნობელიის პრემიაზე წარდგენის მიზეზი.
როგორც გამოცემა tass წერს, პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა კრემლის ინიციატივა. თუმცა სრულიად რუსეთი მიესალმება პუტინის ნობელიანტობას.
შეგახსენებთ, რომ პუტინის გარდა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილია, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ნომინირების მიზეზი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილია.