ვერძი: ვარდისფერი – თქვენ თავდაჯერებული, დინამიური და თავგადასავლების მოყვარული ხართ. ბევრი ფიქრობს, რომ ვარდისფერი ბავშვური ფერია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს არის ძლიერი და გაბედული ადამიანის ფერი. ყველაზე მეტად კომფორტულად თავს მაშინ გრძნობთ, როცა ამ ფერს ხედავთ.
კურო: შავი – ზოგიერთი შეიძლება ჯიუტად მიგიჩნევთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ უბრალოდ ძლიერი ადამიანი ხართ. სილამაზის და ფუფუნების საგნების თაყვანისმცემელი ხართ, სწორედ ამიტომ, შავი თქვენი ფერია. შავი არის თქვენსავით ტრენდული და გაბედული ადამიანის ფერი.
ტყუპები: ყვითელი – მზისფერი, ყვითელი თქვენი საყვარელი ფერია და თავს კომფორტულად ისეთი გარემოში იგრძნობთ, სადაც ეს ფერი სჭარბობს. ამავდროულად, თქვენს მხიარულ ნატურას ყვითელი კიდევ უფრო მეტ მხიარულ ელემენტებს შემატებს.
კირჩხიბი: ღია ცისფერი – მგრძნობიარე ხართ და გიყვართ სახლში ყოფნა, გამოირჩევით მზრუნველობით და თქვენს ამგვარ ხასიათს სწორედ ღია ცისფერი უხდება. ეს ფერი დამატებით ენერგიას გაძლევთ და კიდევ უფრო შემოქმედებით ადამიანად გაქცევთ.
ლომი: იისფერი – ყველამ იცის, როგორი თავდაჯერებული და ამაყი ხართ, თქვენს მეფურ ხასიათს კი, ყველაზე მეტად იისფერი შეესაბამება და თუ სახლის ინტერიერში იისფერი იქნება ჭარბად, ეს უფრო მეტ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და კომფორტს მოგიტანთ.
ქალწული: კრემისფერი – ინტელიგენტ ქალწულს სიმშვიდის პოვნა იმ გარემოში შეუძლია, სადაც კრემისფერი ჭარბობს. ეს ფერი ახალი შთაგონებით გავსებთ და მოტივაციას გმატებთ.
სასწორი: მწვანე – მშვიდ და გაწონასწორებულ სასწორს, ყველაზე მეტად სიმშვიდის ფერი, მწვანე შეესაბამება. ის დაგეხმარებათ ცხოვრებაში ბალანსის პოვნაში და თავს მშვიდად გაგრძნობინებთ. ჰარმონიულად თავს სახლში მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობთ, თუ ის მწვანე ფერში იქნება გადაწყვეტილი.
მორიელი: წითელი – თქვენ ვნებიანი ადამიანი ხართ და როცა რაიმეს აკეთებთმ საქმეში მთელ გულს დებთ. წითელი ფერი თქვენს პიროვნებას ყველაზე მეტად შეეფერება. ის ახალი ენერგიით გავსებთ და თქვენთვის შთაგონების წყარო ხდება.
მშვილდოსანი: ყავისფერი – გამოირჩევით ფილოსოფიური აზროვნებით და მუდამ სიბრძნეს აფრქვევთ. ყველაზე მეტად ენერგიას ყავისფერით იღებთ, ის დაგეხმარებათ, რომ გქონდეთ მოტივაცია, შეიძინოთ უფრო მეტი სიბრძნე და ამავდროულად, დაგეხმარებათ განტვირთვაში.
თხის რქა: ნაცრისფერი – სამართლიანი და შრომისმოყვარე თხის რქებისთვის ეს ფერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თქვენ ორგანიზებული და დისციპლინირებული ადამიანი ხართ. ცხოვრობთ გეგმის მიხედვით. თქვენს ასეთ პიროვნულ თვისებებს, ასტროლოგების აზრით, ყველაზე მეტად ნაცრისფერი შეესაბამება.
მერწყული: ნარინჯისფერი – დამოუკიდებელი და მეგობრული ხართ. მოგწონთ ორიგინალური გარემო, თქვენთვის თავისუფლება უმნიშვნელოვანია. გსურთ, რომ ფანტაზიას გასაქანი ჰქონდეს, სწორედ ამიტომ, ნარინჯისფერი თქვენი ფერია. თქვენი სახლის ინტერიერში ეს ფერი უნდა სჭარბობდეს, თუ გინდათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.
თევზები: ცისფერი – თქვენ წყლის ნიშანი ხართ, ძალიან მგრძნობიარე, წარმოსახვის დიდი უნარით. ცისფერი თქვენთვის არის ფერი, რომელიც გამშვიდებთ და მყუდრო გარემოს გიქმნით. ის თქვენთვის შთაგონების წყარო ხდება.