რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგონას ჯიპი დაეჯახა. როგორც ამბობენ თვითმხილველები, გოგონას ფეხი აქვს დაზიანებული.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟთან ერთად სასწარაფოს დახმარების ბრიგადაც იმყოფება.
ცნობისთვის, მედიკოსები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ, მათი თქმით, კოვიდთან დაკავშირებით ყველა ბრიგადა გამოძახებებზეა გასული.