ვერძი – ისეთი რამ გჭირდებათ, რაც ნამდვილი გამოწვევა იქნება თქვენთვის. სცადეთ რომ ვინმეს შეეჯიბროთ წონაში დაკლების კუთხით, ან ჩაერთოთ მარათონში. პირველ რიგში, გჭირდებათ, რომ გამოწვევის წინაშე დადგეთ.
კურო – წონაში დაკლება მარათონია და არა სპრინტი. მას დიდი დრო და მონდომება სჭირდება. საჭიროა, რომ რეგულარულად სცადოთ წონაში დაკლება, ვარჯიში, თუ დიეტა.
ტყუპები – სჯობს, ივარჯიშოთ სხვებთან ერთად, თქვენ ყველაფერში სიამოვნებას ეძებთ და როცა წონაში დაკლებას ცდილობთ, აუცილებელია ამ პროცესს თან რაღაც სასიამოვნო ახლდეს, ამიტომაც უმჯობესია თუ მეგობრებთან ერთად ივარჯიშებთ და პარალელურად საინტერესო ამბებს მოყვებით. თუ ასე არ მოიქცევით, ვარჯიში თქვენთვის აუტანელი იქნება და თავს მალე დაანებებთ.
კირჩხიბი – ტრენდულ სპორტდარბაზში სიარული თქვენი სტილი არ არის, იპოვეთ უფრო მყუდრო ადგილი, სადაც აუცილებლად იქნება აუზი. ცურვა განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თქვენზე და ყველაზე ეფქტურად წონაში სწორედ ცურვის საშუალებით დაიკლებთ. ისიამოვნეთ იმ საკვებით, რომელიც გიყვართ, ამ კუთხით თავს ნუ შეიზღუდავთ.
ლომი – წონაში დაკლება თუ გინდათ, მიზანს ცეკვის საშუალებით მიაღწევთ. სცადეთ ზუმბა, ან ნებისმიერი ცეკვის გაკვეთილები. აუცილებლად რეგულარულად იარეთ გაკვეთილებზე. ის საშუალებას მოგცემთ, რომ გამოხატოთ საკუთარი თავი და გარდა იმისა, რომ წონაში დაიკლოთ, თავი სამყაროს ცენტრად იგრძნოთ. თავი დაანებეთ დიეტებს – მხოლოდ და მხოლოდ ცეკვა.
ქალწული – წონაში დაკლებისთვის თქვენ ყველაზე მეტად სირბილი დაგეხმარებათ. ამასთანავე, აუცილებლად უნდა დაითვალოთ თითოეული კალორია და გააკონტროლოთ კვება.
სასწორი – თქვენ გჭირდებათ პარტნიორი ვისთან ერთადაც დაკავდებით ნებისმიერი აქტივობით – სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშით, სირბილით, თუ ცეკვით. გსურთ, რომ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო და თქვენი შედეგი ვინმემ შეაფასოს და ვინმემ შეგაქოთ ამის გამო.
მორიელი – თქვენ გიყვართ საკუთარი თავის გამოწვევა, სხვების დახმარების გარეშე შეგიძლიათ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ბედნიერი ხართ მაშინ, როცა პირად რეკორდს ამყარებთ. ყველაზე მეტად სიამოვნებას ბუნებაში ვარჯიშით იღებთ და წონაში დაკლების თვალსაზრისითაც თქვენთვის ყველაზე ეფექტური სწორედ ასეთ გარემოში ვარჯიშია.
მშვილდოსანი – თქვენ იხიბლებით გუნდური სპორტული თამაშებით და თუ ასეთი თამაშებით დაკავდებით წონის პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ. აუცილებლად სცადეთ რაღაც ახალი ვარჯიშები, სიახლეებით სიამოვნებას იღებთ და თან წონაში იკლებთ.
თხის რქა – თქვენ სპორტ დარბაზის მეფე ხართ, თქვენ სიამოვნებას იღებთ იმით, რომ წონაში იკლებთ. მიჰყევით წესებს, გაითვალისწინეთ პერსონალური ტრენერის რჩევები. აუცილებლად გააკონტროლეთ კვება. შეადგინეთ რაციონი და კვების გეგმა და შედეგს მალე დაინახავთ.
მერწყული – შეუერთით ფიტნესის კლუბს. თქვენ გხიბლავთ ყველაფერი თანამედროვე, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია რეგულარულად დაკავდეთ ფიტნესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი არ გექნებათ.
თევზები – თქვენთვის მთავარია მოტივაცია. გჭირდებათ კონკრეტული მიზანი იმისთვის, რომ წონაში დაკლებისთვის ბევრი გააკეთოთ. დაკავდით წყალბურთით, ცურვით, ან აკვააერობიკით, ასევე თქვენთვის საუკეთესოა იოგა და სირბილი. უარი თქვით შაქარზე და შაქრის შემცველ პროდუქტებზე.