ტელეკომპანია “რიონის“ რამდენიმე თანამშრომელს Covid 19 დაუდასტურდა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
“მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ,,რიონი” მუშაობდა მორიგე ჯგუფებით , რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება. მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარულ- სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით ,,რიონის” თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას, პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას. ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას!” _ ნათქვამია ტელეკომპანია რიონის განცხადებაში.