წუხელ, ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მიკროავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შსს პრესსამსახური. მათი ინფორმაციით საქმე აღძრულია 276 მუხლის 6 ნაწილით.