ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით.
შობლები და ზოგადად, საზოგადოება ინტერესდება აღნიშნული ფაქტით. მინდა საჯაროდ განვმარტო, რომ სურსათის ნიმუშები გადაიგზავნება გამოსაკვლევად ლაბორატორიაში და გამოკვლევის შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. მანამდე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.
ბავშვს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც მშობელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაუდგინეს გასტროენტეროკოლიტი, რომელიც უმთავრესად ვითარდება მწვავე ინფექციებისა და ენტეროინტოქსიკაციის შემთხვევაში. სავარაუდოდ, პასუხები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, _ წერს ერქომაიშვილი.