https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პასუხი ერთ კვირაში გვეცოდინება” _ ბავშვთა ინტოქსიკაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში

6:10; 22.10.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

17-18 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში 200-ზე მეტი ბავშვი მოწამლა ბაღებში შეტანილმა ხორცმა. როგორც მაშინ ითქვა, ვითარება უმძიმესი იყო, მაგრამ ფაქტს მუნიციპალიტეტის მერია და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი დღეების განმავლობაში მალავდა.

“გურია ნიუსი” სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა, რომელმაც არ დაადასტურა ოზურგეთში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვები ხორცით მოიწამლნენ.

_ ფაქტი არის ნამდვილად _ 11 საბავშვო ბაღის 80-მდე ბავშვს აქვს მოწამვლის სიმპტომი. თუმცა, ენტეროვირუსია ეს თუ სხვა რამ, ჯერ არ არის დადასტურებული. ეპიდემიოლოგები ცალკე მუშაობენ, ასევე, ვმუშაობთ ჩვენც. ხორცით მოწამვლის ფაქტი არ ყოფილა. ერთი ბავშვი ბათუმში გადაიყვანეს და დაუდასტურდა ენტეროვირუსი, _ გვითხრა ერქომაიშვილმა და დასძინა, რომ ინფორმაცია არავის დაუმალავს, პირიქით, ეს ყველაფერი სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და სეს-ის რეგიონული სამსახურის მიერ 18 ოქტომბერს, დილით გახმაურდა.

რა მოხდა სინამდვილეში, როდის გახმაურდა ბავშვების მოწამვლის ფაქტი და რა მდგომარეობაა დღეისთვის, ამის შესახებ “გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას ესაუბრა:

_ 16 ოქტომბერს, პარასკევს, როცა ჩვეულებრივად დასრულდა სამუშაო დღე და აღსაზრდელები შინ დაბრუნდნენ, არანაირი შეტყობინება ან რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ, არსად გახმაურებულა _ ის დღე, ჩვეულებრივ, მშვიდობიანად დასრულდა. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი იმისა, რომელიმე მშობელს სადმე ეთქვა ან დაერეკა, რომ ბავშვს ჰქონდა ინტოქსიკაციის ნიშნები. შაბათს, 17 ოქტომბერს, სოფელ ვაკიჯვრის მენეჯერმა, სოფო რუსიეშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ოთხ ბავშვს ჰქონდა ღებინება და მაღალი ტემპერატურა… მაშინვე დავიწყე მოკვლევა. ქსელში შევედი, “მენეჯერთა ჯგუფში”, დავიხმარე ცენტრის თანამშრომელი ხატია ყაზაიშვილი, რომ საქმე უფრო დამეჩქარებინა და ყველა ბაღის მენეჯერს მივმართე, ხომ არ იყო ანალოგიური მდგომარეობა მათთან. იმ მომენტისთვის არავის ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, თანდათან დაიწყო ინფორმაციების მოწოდება, რომ მსგავსი ვითარება, უფრო კი დიარეა აღენიშნებოდათ ბავშვებს სხვადასხვა სოფელში, ასევე, ქალაქშიც. სასწრაფოდ მივმართე სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს. აუცილებელი იყო ოპერატიული მოქმედება. ეს ყველაფერი ჯგუფშიც თანმიმდევრულად არის ასახული. დავურეკე ეპიდემიოლოგიურ ცენტრში, მაია ქუტიძეს. რა დამალვაზე საუბრობენ?! შეიძლება ეს ვინმეს აზრად მოუვიდეს?! ხაზგასმით ვამბობ, ეს ამბავი ჩვენ გავახმაურეთ. მომდევნო დილას, ანუ 18 ოქტომბერს, კვირას, სეს-ის ხელმძღვანელმა, მანანა ერქომაიშვილმა დაიბარა ყველა მენეჯერი და შევუდექით საქმეს. ყველა ნიუანსი მოიკვლიეს და ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივაწოდეთ. მოვიკითხე, კლინიკაში თუ იყო ვინმე გადაყვანილი. ჯერჯერობით, ასეთი ოთხი შემთხვევაა. ერთი ბავშვი დაბრუნდა შინ; როგორც ექიმებისგან ვიცი, სამი ისევ კლინიკაშია. ერთ ბავშვს, რომელიც ბათუმში გადაიყვანეს, ენტეროვირუსი დაუდგინდა. სხვა მხრივ, ჯერჯერობით, ყველგან სტაბილური მდგომარეობაა. მენეჯერები ყოველ საათში რეკავენ და აზუსტებენ ინფორმაციას, რაიმე ხომ არ ხდება და ზოგადად, რა მდგომარეობაა. ვიზუალურად ყველაფერი მწყობრშია. ახლა მთავარი ლაბორატორიული პასუხებია და ეს პასუხი ერთ კვირაში გვეცოდინება. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მაქსიმალურ სიფრთხილეზე ვართ ორიენტირებული, თუმცა, შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.

ჭყონიამ, ასევე, ისაუბრა წყლისა და საკვები პროდუქტის ხარისხისა და ჰიგიენის წესების დაცვაზე:

_ ჩვენ როგორც რძის და ხორცის, ასევე, ბოსტნეულის და ხილის თითო მომწოდებელი გვყავს ანუ ორი კომპანია. ყველა ბაღში შეტანილია მათი პროდუქტი. გასაკვირია, თუ რაიმემ მოწამვლა გამოიწვია, ეს მოხდა 11 ბაღში და დანარჩენ 23-ში არა?

_ იქნებ, წყალმა გამოიწვია მოწამვლა?

_ მიუხედავად იმისა, რომ წყლის ლაბორატორიული ანალიზი ყოველ ექვს თვეში ტარდება და ბაღებში სწავლა ისე არ იწყება, თუ წყლის ლაბორატორიული ანალიზი არ ჩატარდა. სასმელი და საკვების მოსამზადებელი წყალი მრავალი წელია, ბაღებში გარედან შეგვაქვს _ ვყიდულობთ. ახლაც, რომელ ბაღშიც უნდა შეხვიდეთ, ნახავთ იქ სპეციალურ ბალონებში. ონკანის წყალს არც ერთი ბავშვი არ სვამს, ახლა კი არა, უკვე რამდენი წელია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ზედმიწევნით დაცულია ჰიგიენის პირობები. სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, რასაც სულმოუთქმელად ველით, მეტს ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.

პარალელურად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა და ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა:

“გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები, შემოწმების მიზნით. დაზუსტებული ინფორმაციით, ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ _ 3. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას.

აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი, კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა 2 დღით ადრე.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება”, _ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“გურია ნიუსი” ესაუბრა კლინიკა “მედალფას” პედიატრიული სამსახურის კოორდინატორს, მარიკა ზარნაძეს:

_ გუშინ დილიდან დღეს დილამდე (18-19 ოქტომბერი. რედ.) გადაუდებელ ამბულატორიაში გატარდა 15 პაციენტი. აქედან 9 ქალაქის მცხოვრებია და 6 _ სოფლის. გაუმჯობესებული მდგომარეობით ისინი გაეწერნენ ბინაზე. რაც შეხება ინფექციურ განყოფილებას, ოთხი პაციენტიდან გაეწერა ერთი და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, იქ რჩება სამი ბავშვი, _ გვითხრა მარიკა ზარნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა:

_ გუშინ საღამომდე რაც მივიღეთ (საუბარია 18 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობის მიხედვით. რედ) ყველა პასუხი იყო უარყოფითი, _ გვითხრა ზარნაძემ.

სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსმა, მანანა ერქომაიშვილმა 19 ოქტომბრისთვის ჩვენთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან; გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება.

მან, ასევე, თქვა, რომ ძალიან ბევრი ზარი შევიდა ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით. მშობლები და ზოგადად, საზოგადოება ინტერესდება აღნიშნული ფაქტით.

_ მინდა ყველას საჯაროდ განვუმარტო, რომ სურსათის ნიმუშების გამოკვლევა მოხდება ლაბორატორიაში და გამოკვლევის შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ.

მანამდე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. ბავშვს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც მშობელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაუდგინეს გასტროენტეროკოლიტი, რომელიც უმთავრესად ვითარდება მწვავე ინფექციებისა და ენტეროინტოქსიკაციის შემთხვევაში. ლაბორატორიული კვლევის პასუხები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი და მაშინვე გავასაჯაროებთ, _ განაცხადა ერქომაიშვილმა.

კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა შესახებ ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება. ჯერჯერობით, ვარაუდის დონეზეც არ არის ცნობილი, რა გახდა ბავშვთა ინტოქსიკაციის მიზეზი.

როგორც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია და ასევე, სხვადასხვა ბაღის მენეჯერები ამბობენ, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ არ მომხდარა ისე, ერთ რომელიმე, ცალკეულ ჯგუფში ან საბავშვო ბაღში ყველა ბავშვს ჰქონოდა ინტოქსიკაციის ნიშნები. საკვები კი ყველგან ერთნაირად მიიღეს.

_ ამიტომ ახლა ყველა კითხვას პასუხი უტყუარმა ლაბორატორიულმა დასკვნამ უნდა გასცეს, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდან

ურთიერთობაში რთული ზოდიაქოს ნიშნები

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო