ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის 39 დადასტურებული შემთხვევაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის ინფორმაციით, ახალი დაინფიცირებულები უმეტესად კონტაქტში მყოფი პირები, ძირითადად, მათი ოჯახის წევრებია.
ამ დროისთვის სამტრედიიდან იმერეთის სხვადასხვა კლინიკებში 46 პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი კოვიდსასტუმროებში არიან. უსიმპტომო პაციენტები კი ბინაზე რჩებიან.
ამ დროის მონაცემებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სულ 26 გამოჯანმრთელებული პაციენტია.