27 ოქტომბერი UNESCO-ს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღეა. დღეს 43 წელი გავიდა მას შემდეგ რაც NASA-ს მიერ გაშვებულმა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “ვოიაჟერი” (Voyager), ღია კოსმოსში გაიტანა “დედამიწის ხმები”-ს ჩანაწერი. 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის არის ქართული მრავალხმიანი სიმღერა „ჩაკრულო“.
რაც შეეხება სხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს, დისკზეა ბახის,დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია ბახი, ბეთჰოვენი,მოცარტი და სტრავინსკი. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ – ჩაკ ბერი, ლუი არმსტრონგი. დანარჩენი შეიცავს ინდურ, ჩინურ, იავურ და იაპონურ კლასიკურ მუსიკას. ასევე პერუს, ბულგარეთის, ავსტრალიის, აფრიკის, აზერბაიჯანისა მუსიკა. სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის რიტუალური სიმღერებიც შესულია ჩანაწერში, რომლებიც ქვის ხანის ადამიანის სიმღერას ჰგავს.
სეიგანს სურდა დისკზე The Beatles-ის „Here Comes the Sun“-ის შეტანაც, მაგრამ ლეიბლ EMI-სგან უარი მიიღო
დღევანდელ თარიღს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
„27 ოქტომბერი UNESCO-ს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღეა. 1977 წელს, NASA-ს მიერ გაშვებულმა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “ვოიაჟერი” (Voyager), ღია კოსმოსში გაიტანა “დედამიწის ხმები”-ს ჩანაწერი, სადაც მსოფლიოს 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის არის ქართული მრავალხმიანი სიმღერა “ჩაკრულო”.
ღია კოსმოსში განთავსებულ ოქროს დისკზე, ქართულ “ჩაკრულო”-სთან ერთად, ბეთჰოვენის “მეხუთე სიმფონია”, იაპონური “შაკუჰაჩი”, მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტა”, მექსიკური “ელ კასკაბელ”-ი, ლუი არმსტრონგის “სევდიანი ბლუზი” და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების სხვა ნიმუშებია ჩაწერილი (იხ. სრული ჩამონათვალი NASA-ს გვერდზე: https://voyager.jpl.nasa.gov/…/whats-on-the-record/music/ )
27 ოქტომბერი UNESCO-ს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღეა და #გვეამაყება, რომ ქართული „ჩაკრულო“ იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი და იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი“,_ წერს თალაკვაძე.