ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ ადამიანებს მკურნალობა როგორც ასეთი არ სჭირდებათ, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი კოვიდინფიცირებულები ექიმთან კონსულტაცია და მონიტორინგს საჭიროებენ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასეთი პაციენტები ოჯახის ექიმთან აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ.
„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობია რომ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი, ეს არის აუცილებლობა. რომ დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.