რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატის ნინო შეწირული-გობრონიძის მხარდამჭერებმა ჩოხატაურს მანქანებით, საყვირების ხმით შემოუარეს.
იმის გასარკვევად, რას აღნიშნავდნენ პარტიის მხარდამჭერები “გურია ნიუსი” პარტიის კანდიდატს ნინო შეწირული-გობრონიძეს დაუკავშირდა.
“დღეს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში გავუშვით ჩვენი მხარდამჭერი 10-10 ახალგაზრდა, ჩვეულებრივად ჩაცმულები და არა ჩვენი მაისურებით. მათ გამოკითხეს, დაახლოებით, 100 ადამიანი, რომელთაგან, თითქმის, ყველა ჩვენი მხარდამჭერი აღმოჩნდა. ამ მარშის საბაბი, ესეც იყო გარკვეულწილად და გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას რუპორებით მივმართეთ და შევახსენეთ, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირონ”, _ გვითხრა ნინო შეწირული-გობრონიძემ.