დიდი გლოვაა ნაციონალურ მოძრაობაში: მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა, _ ამის შესახებ “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“არის მსხვერპლი. მეც ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და “ნაციონალურ მოძრაობას”. და რა გგონიათ? ამ დედამო…მა სვავმა ივანიშვილმა გააგზავნა თავისი სვავი ჟურნალისტები იმედიდან, პოზტივიდან და რ2-დან (მართლა რატომ ვარ ცოცხალი, რ2-ს რომ ეს ჭირს), რომლებიც ეძებენ ვინმეს, ვინც იტყვის, რომ ყველაფერი ნაცების ბრალია, ძალით წამოიყვანეს, თორემ ცოცხალი იქნებოდა ეს ხალხიო. 10 თვის ბავშვის სიკვდილით ხომ მოვიდა ხელისუფლებაში ეს გვამებზე მონადირე (ამიტომაც დედამო…ულ სვავად წოდებული ჩემ მიერ), ახლა ისევ ცხედრებით ცდილობს ხელისულფების გახანგრძლივებას. რა ავადმყოფი და მანიაკია ქვეყნის სათავეში და რა ავადმყოფი და დედამო…ლია ყველა მისი დავალების შემსრულებელიც და მის ხელისუფლებაზე მზრუნველიც, გინდა პოლიციელი იყოს, გინდა რიგითი საჯარო მოხელე, გინდა მასწავლებელი და გინდა ამომრჩეველი, რომელიც 41-ს შემოხაზავს 31-ში. და ვიღაც იძახდა, ფსიქიკურ დიაგნოზებზე ლაპარაკი რა ეთიკააო. მოკლედ, სისტემა უნდა დაინგრეს“, _ წერს ნიკა გვარამია.