საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.