“ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის განცხადებას ავრცელებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთელი ლიდერის კახა ასკურავას მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ლანჩხუთის ექს გამგებლის, გია გოგუაძის შვილიშვილზე მომხდარ თავდასხმას ეხებოდა.
გავრცელებულ განცხადებაში „ოცნების“ შტაბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას და რომ საერთო არ აქვთ „ქართულ მარშთან“.
„გვინდა გამოვეხმაუროთ “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას გუშინდელ განცხადებას, რომელიც ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის ყოფილი გამგებლის, გია გოგუაძის შვილიშვილზე “ქართული მარშის” წევრის სავარაუდო თავდასხმას ეხება.
სამწუხაროა, რომ თავად გია გოგუაძე, რატომღაც, აღნიშნულ ქმედებაში “ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბს ადანაშაულებს.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ “ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი გმობს ყველანაირ ძალადობას და მით უმეტეს, ძალადობას მცირეწლოვანზე. ჩვენ აბსოლუტურად ვემიჯნებით “ქართულ მარშს” და არაფერი გვაქვს ამ ორგანიზაციასთან საერთო. გაურკვეველია, რატომ დააკავაშირა ბატონმა გოგუაძემ მომხდართან “ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი?! საინტერესოა, რა აძლევს ამის თქმის საბაბს, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” რაიმე სახით შეიძლებოდა ყოფილიყო მომხდართან კავშირში? ვიმედოვნებთ, რომ ამ კითხვებზე ოპონენტებს პასუხი ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში,ვიტოვებთ უფლებას ვიფიქროთ, რომ “ქართული ოცნების”ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ხსენება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გარკვეული დესტრუქციის შექმნის მცდელობაა და სხვა არაფერი!
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, “ქართული ოცნების” ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი გმობს ყველანაირ ძალადობას, ყოველთვის ემიჯნებოდა და ემიჯნება ისეთ დესტრუქციულ დაჯგუფებას, როგორიც “ქართული მარშია” და ძალოვანი სტრუქტურებისგან მოითხოვს გავრცელებული ინფორმაციის დროულ გამოძიებას.