ჩოხატაურის ქუჩებში პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” ადგილობრივმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მსვლელობისას ასიგნალებდნენ, რითაც მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.
ცნობისთვის, მსგავსი მსვლელობა დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა.
„შემოხაზე ორმოცდაერთი“,_ ასეთი იყო იქ მოწყობილი მსვლელობის ლოზუნგი.