“მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს დიდი სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, მოდით არჩევნებზე!
არ დაუტოვოთ „ოცნებას“ არცერთი ხმა!
შემოხაზეთ 56 – „ლელო საქართველოსთვის“!
შემოხაზეთ 56, რადგან „ლელო“ იღებს პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭაობიდან ამოყვანასა და ისეთ განვითარებაზე, რომელიც თითოეული მოქალაქისათვის იქნება ხელშესახები.
„ლელო“ უნდა აირჩით იმიტომ, რომ ეს არის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომელსაც არ აქვს შემხებლობა 30 წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ბინძურ პოლიტიკასთან.
ჩვენ ვართ ახლებური, სუფთა მენტალიტეტის პროფესიონალები, რომელთათვისაც ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრება არის იდეალიც და ამოცანაც.
„ლელოს“ გუნდს აქვს ახალგაზრდული ბრძოლის ჟინი და მიზანი, რომ სახელმწიფოს აღარ იყვნენ დაპატრონებულნი ის ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ჩვენი სამშობლო.
„ლელოს“ ხელისუფლების პირობებში საქართველო იქნება ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული და უაღრესად თანამედროვე სახელმწიფო.
ჩვენ გპირდებით პატიოსნად მსახურებას და არა პატრონობას.
„ლელო“ არის ახალი ძალა! ახალი იმედი!
სწორედ ამიტომ, – მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 56.
გიორგი სიორიძე – „ლელო საქართველოსთვის“
მაჟორიტარი კანდიდატი გურიაში
(R)