დილიდანვე აქტიურად და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ლანჩხუთის N61 საარჩევნო ოლქის ქვიანის მე-18 საარჩევნო უბანზე. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ცდილობს, დააფიქსიროს საკუთარი ნება და ხმა მისცეს სასურველ საარჩევნო სუბიეტქს მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის. აღნიშნულ უბანზე დღის 12 საათისთვის საკუთარი ნება 200-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი ქვიანში 847 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved