ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა.
როგორც გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, ის კონტაქტია ერთ-ერთი პიროვნების, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მე კარგად ვარ და სიმპტომების გარეშე ვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითკარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლების შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს. ასე დავარღვევთ „კოვიდ-19“-ის გადაცემის ჯაჭვებს, აღვკვეთთ ვირუსს და დავიცავთ ჯანდაცვის სისტემებს“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.