უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 42579 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 26800, მათ შორის გარდაცვლილი – 342.