გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 6 ადამიანი, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“,_ განაცხადა სიჭინავამ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 42579 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 26800, მათ შორის გარდაცვლილი – 342.