არჩევნების დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძესა და “ედპ“-ს წარმომადგენლის, მარიამ მეხრიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მარიამ მეხრიშვილის თქმით, მერი ტელეფონის საშუალებით ლაივ რეჟიმში გადაცემდა 60/06 საარჩევნო უბანზე პროცედურას.
„ის ლაივში აჩვენებდა ჩემთვის უცნობ ადამიანს ვინ მიდიოდა არჩევნებზე“. ამ ინფორმაციას ვიდეოში არ ადასტურებს კონსტანტინე შარაშენიძე.
„არ ვიღებდი, ტელეფონზე ვსაუბრობდი. გათხოვდი და ჭკუას ეწიე“,_ ამბობს მერი.