სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 90 წლის პატრიარქი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ასიმპტომურია და თავს კარგად გრძნობს.
The Guardian-ის ინფორმაციით, პატრიარქი ირინოესი ესწრებოდა მიტროპოლიტის დაკრძალვას, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.
მაუწყებლის ცნობით, მონტენეგროს დედაქალაქში მომლოცველთა სიმრავლე იყო, ბევრი მათგანი კი ნიღბების გარეშე გადაადგილდებოდა.
ასევე, პანაშვიდს ესწრებოდნენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები.