ჩოხატაურის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსი” დაინტერესდა ფაქტის გამო გადავა თუ არა მერია მუშაობის დისტანციურ ფორმატზე, ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
პრესსამსახური ხელმძღვანელის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ჩოხატაურის მერია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.
“ “ეს ადამიანი არის ქობულეთში გადაყვანილი. გადაყვანის დროს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. დღეის მონაცემებით, მას ტემპერატურა დაეწია და თავს გრძნობს კარგად. ამ დროისთვის თანამშრომლის ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ზოგი მათგანი, მაგალითად, მერი სამსახურში დადის”, _ გვითხრა იამზე ვაჩეიშვილმა.