“მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გაამწვავებს მდგომარეობას.
დღეს, როდესაც ადამიანებს დაურღვიეს უფლებები და თან არ მისცეს სამართლებრივი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, უფლებადაღვეულ მოქალაქეებს, პარტიებს, კანდიდატებს, რჩებათ ერთადერთი გზა – მშვიდობიანი მანიფესტაციები, რადგან არავინ არ აპირებს გაყალბებულ შედეგებთან, მოპარულ არჩევნებთან შეგუებას!” _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” წევრმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.
“მოკლედ, ამ ქვეყანაში დარღვეული საარჩევნო უფლებების სამართლებრივი გზთ აღდგენის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. მითუმეტეს, რომ ჩვენ, უფლებადამცველები, დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ მოსამართლეთა დანიშვნებს, რომლებიც შემჩნეული არაიან უკანონობასა და სუბიექტურ უსამართლო გადაწყვეტილებებში.
ანუ, ივანიშვილის დანიშნულ მოსამართლეებს არ ვენდობით!
ორჯერ მქონდა შეხვედრა ამ პერიოდში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან და ხაზგასმით დავუსაბუთე თუ რატომ არ იქნება სამართლებრივი საშუალებები შედეგიანი.
და ახლაც სწორედ ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოების გასაგონად ვამბობ, ეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ჩაატაროს ისე, როგორც მოითხოვს ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები, ყველანაირი ძალადობის, იარაღის და დაპირისპირების გარეშე!
ძალადობით ამ პროტესტის ჩახშობა იქნება დაუშვებელი!” _ განაცხადა ლია მუხაშავრიამ.