საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე მუდმივად უწევდა ტერიტორიული კუთვნილების დაცვა და საზღვრებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზურნველყოფა. საზღვრების გადანაწილებისა და ტერიტორიული კუთვნილების საკითხი კომფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა და ხელს უშლიდა საქართველოს და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში პრობლემატურ საკითხს წარმოადგენდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია. 1918 წლის მაისში სამხრეთ კავკასიაში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა – საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკები. ახლადფორმირებული სახელწიფოს წინაშე, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული გამიჯვნისა და სახელმწიფოებრივი საზღვრების შემოხაზვის საკითხი დაისვა, რადგან დამოუკიდებელ სუვერენულ სახელწიფოს არსებობის აუცილებელ ატრიბუტს ტერიტორიული მთლიანობა განსაზვრავს. საზღვრების სრული დემარკაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგვარებული, როცა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წითელ არმიასთან ბრძოლაში დამარცხდა და თბილისში დამყარდა საბჭოთა წყობილება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას სტატუსი შეეცვალა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადაიქცა. საზღვრების განსაზღვრის საკითხი კი რუსეთის პრეროგატივა გახდა. 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ებრძოდა და ებრძვის საზღვრების გადანაწილების პრობლემას. საქართველოს სახლმწიფო საზღვრის 2148 კილომეტრიდან, მხოლოდ დაახლოებით 13 % ანუ 275 კილომეტრია დემარკირებული და დელიმიტირებული. საზღვრის დელიმიტაცია ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა სახელმწიფოსთვის, რადგან მასზე დამოკიდებულია სახელმწიფოთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა.
რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, საბჭოთა კავშირის დროს 20-იან წლების პირველ ნახევარში საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი ხელახალა გაიმიჯნა. ის გადის თხემზე და ამ უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ხვდება. მათ შორის, ბერთუბანი, რომელზეც დღეს საერთოდ აღარ ვსაუბრობთ, რადგან არანაირი შანსი არაა ამ ტერიტორიების გაცვლის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო ამის თაობაზე სუბარი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორიის დროსაც (1918-1921წწ), საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ იყო მიღებული ორივე მხარის მიერ. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობდა მათზე მუშაობა. მათ შორის, არ იყო გადაწყვეტილი საინგილოს საკითხი. უკვე გასაბჭოებულ აზერბაიჯანსა და ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოს შორისაც შედგა ამის შესახებ საუბარი. მაშინაც ვერ მოხდა ამ საზღვრების დელიმიტიზაცია. საბჭოთა დროში, როგორც ჩანს, არ მიაქციეს ამ საკითხს სათანადო ყურადღება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მაინც იყო დისკუსიის საკითხი და ვერ ვიტყვით, რომ იოლად გასცეს ყველაფერი. მაშინაც იყო სერიოზული დავა, მაგრამ რადგანაც მაინც ჩათვალეს შემდგომ, განსაკუთრებით ქართველმა კომუნისტებმა, რომ ფორმალური მშნივნელობა აქვს საზღვრებს, შედარებით ადვილად დათანხმდნენ იმ მოთხოვნებს, რასაც საბჭოთა აზერბაიჯანი აყენებდა.
აზერბაიჯანთან საზღვრის წინა საარჩევნოდ დაკავებამ, აღნიშული თემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. პროკურატურამ მეცნიერები, საქართველოს საწინააღმდეგო მომქმედების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტიკეცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.
დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ესაუბრა ისტორიკოს ბექა კობახიძეს.
მისი თქმით, მიუკერძობულმა საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა ქონდეს წვდომა შევარდნაძე-ალიევის 1994 წლის ხელშეკრულებაზე, 2006-2007 წლების საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობაზე, ყველანაირ რუკაზე, რომლითაც მხარეები მანიპულირებენ, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა.
კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაუცემელია და გაუბარია კარტოგრაფები რატომ არიან დაკავებულები.
,,ჯანსაღ სამეცნიერო აზრში დავა არ არის, რომ ეს არის ქართული ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც შენდებოდა დაახლოებით VI საუკუნეში, შემდგომ შუა საუკუნეებში და სხვადასხვა დროს გაერთიანებულ და დაშლილ საქართველოს სამთავრობოებში შედიოდა. 19-ე საუკუნიდან, როდესაც ხდება რუსული ოკუპაცია, ეს საზღვრები არ მისდევს არც ისტორიულ და ტომოგრაფიულ, არცერთ ლოგიკას. საქართველოს ნაცვლად ჩნდება გუბერნიები, როგორიც არის ქუთაისის გუბერნია, თბილისის გუბერნია და ა.შ. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ბაქოსა და განჯის გუბერნიები, შემდეგ მოვდივართ დამოუკიდებელი საქართველოსა და აზერბაიჯანის დროს 1918 წლიდან. ეს ორი სახელმწიფო იყო ყველაზე ახლო პარტნიორი, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ აერთიანებდათ. მაგალითად, ორივეს ერთად ქონდათ საზღვარი რუსეთთან. ორივეს დამოუკიდებლობას რუსეთი უქმნიდა საფრთხეს, მათზე გადიოდა მაგისტრალები, როგორიცაა ბაქო-ბათუმის რკინიგზა, ნავთობ სადენი, საგარეო პოლიტიკურადაც ეს ორი სახელმწიფო გამოდიოდა ერთ პაკეტში. დასავლური სახელმწიფოები ამ ორი სახელმწიფოს აღიქვამდენ, უყურებდენ ერთიან პაკეტში და ყველანაირ ასპექტში ორი სახელმწიფოს ურთიერთობა იყო ძალიან ახლოს. ამ სახელმწიფოებმა, საქართველოს შემთხვევაში თითქმის სამი წელი, აზერბაჯანის შემთხვევაში კი ორ წელნახევარი იარსებეს და ამ დროის განმავლობაში, რათქმაუნდა, იდგა საზღვრების საკითხი. საზღვარი დაუდგენელი იყო ქვემო ქართლის მიწებთან მიმართებით და უფრო სადავო და განუსაზღვრელი იყო ზაქათალას მიმართულება.
ზაქათალა საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ იყო ავტონომიური ოლქი, დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ამას საქართველო ფაქტობრივად ვერ აკონტროლებდა და ამაზე პრეტენზია ქონდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს. ამ ორი წლის თანაარსებობის მანძილზე საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს არ ქონია დრო განესაზღვრათ საზღვრები, მაგრამ ქონდათ იმისი განცდა და ცოდნა, რომ ისინი ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი არსებობისთვის, ამიტომ საზღვრებთან დაკავშირებით კონფლიქტი არ შექნილა დამოუკიდებელი რესპუბლიკების არსებობის მანძილზე, შემდეგ საბჭოთა მართველობის დროს კომისია შეიქმნა როგორც საბჭოთა საქართველოს, ისე საბჭოთა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შორის, ასევე საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთთან ერთად, სადაც განიხილავდნენ საზღვრების საკითხებს. ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი იყო მდივანი, ეს იყო ,,ნაციონალისტი-უკონისტების“ ფრთა და ნაციონალისტურად მიუდგნენ და არ თმობდენ ამ საზღვრებს. საბჭოთა აზერბაიჯანის მხრიდან კი წარმოდგენილი იყო ნარიმან ნარიმანოვი, ასევე ნაციონალისტი. ესენი ყველანი კომუნისტები იყვნენ, მაგრამ ცდილობდენ, რაც შეიძლება მეტი დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნების შემადგენლობაში, თუმცა ვერ მოხერხდა შეთანხმება, შემდგომ საკითხი ზემდგომ ორგანოს გადაეცა. ეს არის რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურო. ბიუროს ხელმძღვანელობდა, სერგო ორჯონიკიძე. ორჯონიკიძის ზემოთ იდგა იოსებ სტალინი. ამ დროს სტალინი იყო ეროვნებათა სახალხო კომისარი ჯერ რუსეთის და შემდეგ საბჭოთა კავშირის. ის ეროვნებათა შორის ურთიერთობებს არეგულირებდა.
ორჯონიკიძემ სახელმძღვანელოდ აიღო, არა რელიგიური და კულტურული ძეგლის მიმართულება, არც ისტორიული კუთვნილებით(ჩვენ უნიდა ვიცოდეთ, რომ 1920-იანი წლების კომუნისტებს სერიოზულად სჯეროდათ, რომ მომავალი სახელმწიფო იქნებოდა უსაზღვრო, რომ ამ საზღვრებს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, მითუმეტეს, რომ ეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ერთიანდებოდა) სახელმძღვანელო იყო, მაგალთად საძოვრები, ვიდრე დავით გარეჯა, როგორც ისტორიული კულტურული ძეგლი, აი ამ მიმართებით წარიმართა პროცესი და მაგალითად ზაქათალა მთლიანად დაუტოვს აზერბაიჯანს.
დავით-გარეჯასთან მიმართებით არ ყოფილა კონკრეტულად, ასეთი დავა, რომ მონასტერი ჩვენ გვინდა, იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის 1920-იანი წლების საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მიმდინარეობს ეკლესიების ნგრევები, საეკლესიო ნივთების გადადნობა და ოქროებად გამოყენება და აქ ვინმეს, რომ დაეწყო ჩვენი ისტორიული ძეგლია, ჩვენი რელიგიაა, ეს წარმოუდგნელია. ამ მიმართულებით სიღრმეებში მუშაობა არ წასულა. დაახლოებით განისაზრვრა სასაზღვრო კოორდინატები, შემდგომ ეს გადაისინჯა 1929 წელს, შემდეგ უკვე მიმდინარეობდა სხვადასხვა გამოცემული რუკების მიხედვით სადაც 1 და 2კმ-ის შედეგს გვაძლევს, რასაც არანაირი რეველანტური მნშვინელობა არ ქონდა საბჭოთა პირობებში, როდესაც ერთი სახელმწიფო იყო, არავისთვის პრობლემა არ იყო გადასვლა გადმოსვლა, რელიგიას პრიორიტეტი არ ქონია.
1980-იან წლებში ხდება მნიშვნელოვანი საკითხი, მაგალითად ეროვნულ მოძღაობაში, როცა, საბჭოთა სამხედრო ძალებს უნდათ სამხედრო პოლიგონის შექმნა, ამან პროტესტი გამოიწვია ეროვნულ მოძრაობაში, რადგან ამ პოლიგონს შეუძლია ისტორიული ძეგლების დაზიანება. იმ პერიოდისთვის საინტერესოა, ის რომ ეს ნაციონალისტური და რელიგიური საკითხები მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ჯუმბერ პატიაშვილი, მაშინდელი კომუნისტური პარტიის მდივანი საქართველოსი, ცდილობდა რომ ტერიტორიული მონაცვლეობის პრინციპით დავით გარეჯის ყველა მონასტერი შემოეყვანა საქართველოს შემადგენლობაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ დავით გარეჯი არ არის ერთი კონკრეტული მონასტერი, როგორიც შეიძლება იყოს ყინწვისი, ქვათახევი ან სხვა მრავალი მონასტერი, რომელიც არის ერთი ძეგლით, ერთი ტერიტორიით. დავით გარეჯი არის სამონასტრო კომპლექსების ერთიანობა. ერთიანობაში, რომ გავაერთიანოთ, როგორც მოქმედი, ისე არა მოქმედი მონასტრები არის 27 ძეგლი და ამ 27-დან საუბარი არის 3 ძეგლზე, რომელიც არსებული მდგომარეობით ექცევა აზერბაიჯანულ მხარეს.
_ საბჭთა პერიოდში საზღვრები რამდენად სამართლიანად გადანაწილდა?
_ ტერიტორიები საქართველოს საკუთრება იყო. თუ ვსაუბრობთ ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, ამაზე აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ეს არის ალბანური კულტურული ძეგლი და აზერბაიჯანის მიდგომას თავისი ლოგიკა აქვს, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ჯანსაღი და სამართლიანი აზრისთვის აბსურდია, ის რომ 24 ძეგლი არის ქართული და 3 არის ალბანური, ეს წარმოუდგენელია. აზერბაიჯანს თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომელსაც ისტორიაც აწყობს, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. მაგალითად, ყარაბაღის შემთხვევაში. ყარაბაღში არის უამრავი ქრისტიანულ-კულტურული ძეგლი. ეს კი სომხებს არგუმენტს აძლევს, რომ სომხური ძეგლებია და ყარაბაღი ისტორიული სომხური ტერიტორიაა. ამას აზერბაიჯანი რას უპირისპირებს, ხომ არ იტყვის, რომ ჩვენ ვართ თურქული ტომები, გვიანპერიოდში მოვედით ამ ტერიტორიაზე და კი ბატონო ეს სომხური ძეგლებია, მაგრამ მერე ჩვენ მოვედით და დავიკავეთ. თანამედროვე აზერბაიჯანის მიდგომა არის სხვაგვარი, რომ ამ ტერიტორიაზე იყო სახელმწიფო ალბანეთი და ჩვენ ვართ ალბანელების მემდკვიდრეები, ალბანელების შთამომავლები, შესაბამისად ეს ძეგლებიც ყარაბაღში, დავით გარეჯის და მათ შორის კახის, ზაქათალას და ბელაქანის რაიონში მდებარე ძეგლებიც, არის ალბანური კულტურული ძეგლები. ისინი ამ ტერიტორიაზე, ასეთი ისტორიული ნარატივით ცდილობენ, რომ გაუკეთოთნ ისტორიული ლეგიმიტაცია, რომელიც არის ისტორიულად აზერბაიჯანის ტერიტორია. მათი მიდგომა და სურვილი გასაგებია. თუმცა ჯანსაღი სამეცნიერო აზრისთვის არ არის სერიოზული იმის საუბარი, რომ დავით გარეჯი ქართულია თუ აზერბაიჯანული. რა თქმა უნდა, ეს არის ქართული.
რაც შეეხება, ადმინისტრაციულ მიდგომას, ეს ქართული სამთავრობოების შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ეს დაყოფა სამეფო სამთავროებისა იწყება მე-19 საუკინიდან. მაგალიტად თბილისისი გუბერნიის შემადგენლობაში შემოდის ისეთი ტერიტორიები, რომელიც არ არის ქართული, რადგან რუსებმა ადმინისტრაციულად დაყვეს ისე, რომ შეიყვანეს თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში, მაგრამ თბილისის გიბერნია არ ნიშნავს საქართველოს, არც განჯის გუბერნია არ ნიშავს აზერბაიჯანს, განჯის გუბერნიაში სომხების ტერიტორიების ნაწილიც შევიდა, ასევე ერევნის გუბერნიაშიც შევიდა ისეთი ადგილები, რომელიც არ იყო სომხური. ადმინისტრციის კუთხით ბევრი რამ ირევა მე-19 საუკუნის რუსეთში და შემდეგ გვაქვს დამოუკიდებელი რესპუბლიკები, რომელბიც ვერ ახერხებენ ამ ტერიტორიების ადმინისტრაციულად გაყოფას, არც ქონდათ ამ 2 წლის მანძილზე ამის დრო, ხოლო საბჭოთა პერიოდში ხდება მიახლოებითი საზღვრების გავლება, გათვალისწინებით დემოგრაფიული ვითარების, საძოვრების საჩივრებისა და სასოფლო-სამეურნეო საჩივრებისა.
_ რაზეა დავა?
_ პრობლემა არის ქედი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ მიახლოებული საზღვრების გავლებისას სახელმღძვანელოდ აიღო. ამ ქედს იქეთ ექცევა დავით გარეჯას სამი ძეგლი. აი ამაზე არის ამ შემთხვევში დავა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვისაც უნდა მოწონდეს თუ არ მოწონდეს, რაც მოხდა საბჭოთა კავშირში, სახელმწიფოებს შორის საზღვრები არის აღიარებული 1991 წლის მდგომარეობით, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი.
საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მკაცრი დემაკარაცია, ტოპოგრაფიულად, ნაბიჯ-ნაბიჯ არ მომხდარა. ამის საჭიროება არ იდგა. მაგრამ მოხდა საქართველოსა და თურქეთს შორის, იმიტომ რომ თურქეთი იყო სხვა სახელმწიფო, არამარტო სახელმწიფო, არამედ სულ სხვა პოლიტიკური ბლოკის ნაწილი იყო. საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, ხოლო თურქეთი იყო ნატოს წევრი. აქედან გამომდინარე, ეს საზღვარი იყო დემარკირებული, შემდეგ კი საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა აღიარეს საერთაშორისო საზღვრებად.
რაც შეეხება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან მიმართებით, 1991 წლიდან მოყოლებული დგას საზღვრის დემაკრაციის პრობლემა და საჭიროება. აქ არის საჭირო ექსპერტული სამუშაო. ამაზე სამუშაოები იწყება 1994-1995 წლებიდან. მუშაობა დაიწყო საკმაოდ კონსტრუქციულ გარემოში შევარდნაძესა და უფროს ალიევს შორის. 1996 წელს კი მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ თუ რა პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელა საზღვრების განსაზღვრის კომისიას, სადავო მონაკვეთების დადგენასთან დაკავშირებით. მე ამ კომისიის შემადგენლობაში არ ვყოფილვარ. ამ კომისიის შიდა დოკუმენტებს არ ვიცნობ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არ არის ღია დოკუმენტები, რომელიც წინ მედოს და ვკითხულობდე, მე ვმსჯელობ იმ კომენტარებიდან, შეფასებებიდან და სტატიებიდან რაც წამიკითხავს და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
ქართული მხარედან მუდმივად პრობლემა ის არის, რომ კარტოგრაფიულად და იმ რუკების მიხედვით, რომელიც წარსულში იყო, თითქოს ეს სამი მონასტერი არ რჩებოდა ქართულ მხარეს და ქართულ მხარეს ქონდა ადგილმონაცველობის შეთავაზება აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უფრო მეტ ტერიტორიას მისცემდნენ სხვა მიმართულებით. აქ არ არის საუბარი დიდ რაიონზე, საუბარია შედარებით უფრო მეტ ტერიტორიაზე, იმის სანაცვლოდ, რომ ეს კულტურულუ ძეგლები საქართველოს დარჩენოდა, მაგრამ აზერბაიჯანი ამ ტერიტორიული საკითხებთნ დაკავშირებით არის ძალიან სენსიტიურად განწყობილი, იმიტომ რომ 30 წელია არის უკვე აქვს ყარაბაღთან აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. აქ კომპრომისები და დათმობები აზერბაიჯანულ მხარეს უჭირს. მეორე მხრივ კი არის პრინციპული საკითხი. თუ აზერბაიჯანი აღიარებს, რომ ეს არ არის ისტორიული ალბანური კულტურული ძეგლი და არის ქართული ისტორიული ძეგლი, ამან შეიძლება ყარაბაღში დაასუსტოს აზერბაიჯანის პოზიციები, სადაც სომხეთი იტყვის, რომ იქ ქართული ძეგლი იყო, აქ არის სომხური ძეგლი.
აზერბაიჯანული მხარის მტკივნეული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი გასაგებია, მაგრამ სად არის გამოსავალი? ყველაზე კარგი არის, რომ შევთანხმდეთ იქ, სადაც იოლია შეთანხმება, მაგრამ სადაც შეთანხმება არ არის იოლი და მარტივი, ამ შემთხვევაში პედალირება და გამწვავება ვითარებისა არ იქნებოდა ხელსაყრელი. რას ვგულისხმობ? მოგეხსენებათ შენგენის ზონა მოქმედებს ღია საზღვრების პრინციპით, სადაც მესაზღვრეები არ გაკავებენ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლით, ფაქტიურად ვერც გებულობ ისე გადადიხარ ერთი საზღვრიდან მეორე საზღვარზე, კავკასიაში კი სამწუხაროდ არ გვაქვს ასეთი ვითარება.
სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთიან ეკონომიკურ სივრცეს უნდა ქმნიდეს ანუ ჩვენ უნდა ვიაროთ არა გამიჯვნის, არამედ გახსნილობის მიმართულებით. ეს იქნება მომგებიანი ეკონომიკისთვისაც, პოლიტიკისთვისაც, მომლოცველებისთვისაც, რომ იქ ჩავიდნენ. რა არის მნიშვნელოვანი? რომ ქართველ მღვდელს იქ მიესვლებოდეს და ქართველ მრევლს იქ მიესვლებოდეს. აი, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. საზღვრები მეტად, უნდა გავხსნათ ამ ორმა ქვეყანამ.
იდიალური ვარიანტი იქნებოდა, რომ ჯერ მომხდარიყო საზღვრების დემარკაცია, შემდეგ კი გახსნა. რადგან დემარკაცია ვერ ხერხდება, მაშინ ამ მტკივნეულ საკითხს ნუ გავუკეთებთ პედალირებას და გავხსნათ საზღვრები და მივცეთ სამოქალაქო, სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს იქ მისვლის საშუალება და უფლება. გაივლის წლები, შეიცვლებიან თაობები, ევროპაში ასეთი საკითხების გადაწყვეტა უფრო მარტივად ხდება და ათწლეულების შემდეგ მჯერა, რომ მომავალი თაობები გაცილებით უფრო მსუბუქად შეხედავენ ორივე მხრიდან ასეთ საკითხებს, უფრო გაადვილდება კომპრომისების მოძიება. არ უნდა იყოს ათწლეულების მანძილზე შიდა პოლიტიკური პროცესების და წინასაარჩევნო კამპანიების ნაწილი დავით გარეჯის თემა.
_ ე.წ. კარტგორაფების საქმეს როგორ ხედავთ? ხომ არ იყო ეს წინასაარჩევნო კამპანია?
_ შემფასებელთა დიდი ნაწილი დაჯგუფებულია როგორც ერთ, ისე მეორე ბანაკის მხარეს. ვიღაცას ჯერა ,,ქართული ოცნების“ , რომ ეს არიან პატრიოტები და ჩვენს მიწას იცავენ და მეორე მხარეს არ მოსწონს „ოცნება“ და არის ამის წინააღმდეგი.
მე, ამ პოლიტიკური ანგაჟირებისგან შორს ვარ. ეს ყველაფერი მინდა ვიცოდე ფაქტებით და დასაბუთებით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია მაქვს. პირველ რიგში ჩვენ, მიუკერძობულმა უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე კითხვაზე პასუხი: უნდა გვქონდეს წვდომა შევარდნაძე-ალიევის 1994 წლის ხელშეკრულებაზე, წვდომა უნდა გვქონდეს 2006-2007 წლების საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობაზე, წვდომა უნდა გვქონდეს ყველანაირ რუკაზე, რომლითაც მხარეები მანიპულირებენ, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა.
ამ შემთხვევაში კი ჩემში ჩნდება ლოგიკური კითხვები, რომელზეც პასუხი არ მაქვს. მაგალითად, ერთ კითხვაა, როგორ ხდება, რომ ერთადერთი რუკა იყო, რომელიც აღმოაჩინეს. არსად არ იბეჭდებოდა რუკა ერთი და ორი ეგზემპლარით. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ასეთი რუკა იყო 4 000 ცალი იყო. თუ 4 000 ცალი იყო, რაც ნორმალური ტირაჟია, მაშინ რანაირად ხდება, რომ მხოლოდ ერთი აღმოვაჩინეთ. შემდეგი კითხვაა, ბრალდებულების ადვოკატები ამბობს, რომ ეს რუკა ტოპოგრაფიულად არის სრულად გამოუსადეგარი ანუ ცდომილებებით შედგენილი და 2019 წელს ეს რუკები ჩაიტანეს ბაქოში, აჩვენეს აზერბაიჯანულ მხარეს და აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა ამ რუკის გარშემო მსჯელობაზე, რადგანაც კარტოგრაფიულად გამოუსადეგარია. მაგალითად მე, არ მომისმენია პასუხი ბრალდების მხარისგან ან ხელისუფლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით, მართლა ჩაიტანეს თუ არა ასეთი რუკა 1999 წელს აზერბაიჯანში და მართლა უთხრეს თუ არა უარი ამ რუკის განხილვაზე. თუ აზერბაიჯანული მხარე, არ თანხმდება ამ რუკის გარშემო განხილვას, მაშინ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. რა აზრი აქვს ამ რუკის გამო ვინმესთვის ბრალის წაყენებას, თუ ეს რუკა სამუშაოდ არის გამოუსადეგარი.
ჩვენ, ვიცით, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია? ვფიქრობ ჩვენ, მათ შორის მედიაც უნდა დაინტერესდეს პირველ რიგში აზერბაიჯანული მხარის პოზიციით. ისინი თანხმდებიან თუ არა, ამ რუკის გარშემო მსჯელობის დაწყებას. კითხვის ნიშნები ძალიან ბევრია.
ეს ხალხი რატომ არის ამ ეტაპზე ციხეში ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ უნდა მოგვაწოდონ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, მეტი არგუმენტი ამ შემთხვევაში ბრალდების მხარემაც და ხელისუფლებამაც, დღეს დღეობით რაც გვესმის ბრალდების და ხელისუფლების მხრიდან არის ის რომ, წინა ხელისუფლებამ ანუ დღევანდღელმა ოპოზიციამ გაასხვისა მიწები, არ დაიცვა ქართული მიწები, ეს ყველაფერი მოხდა არჩევნების წინ, რაც თავისთავად კითხვის ნიშნებს ბადებს.