9 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლები საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს წყვეტს.
„დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება 24 ნოემბრამდე გაგრძელდება“, – გვითხრა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.