დღეს, ადრე დილით, კურორტ გომისმთაზე თოვლი მოვიდა. _ გასაკვირი არაა, რომ თოვს. თუმცა არც ისე ციოდა და არ მეგონა, თუ შუაგულ შემოდგომაზე ასე უცებ ჩამოყრიდა ზეცა ფიფქებს, _ გვწერს გომისმთიდან ჩვენი მეგობარი მერაბ სანიკიძე და ფოტოებს გვიგზავნის.