საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი რეკორდული შემთხვევები გამოვლინდა.
stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2 901 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 2 799 პაციენტი.
სულ საქართველოში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 57 753, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 42 572, გარდაცვლილია 471 ადამიანი.