ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი ნათია ზედგინიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
„მე კორონავირუსი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტად ვითვლებოდი, დღესაც კი ( 20დღე) ვერ გავთავისუფლდი ამ ვირუსის მარწუხებისგან.
დიახ, განვიკურნე, თუმცა ყოველ ღამე მეღვიძება შიშით, ისევ ვყნოსავ სუნამოს და ვუსმენ ჩემს სუნთქვას. ეს შიშია და ის ემოციური მხარე, რომელიც ამ ვირუსმა მარგუნა. ზოგს კი სიცოცხლეს ართმევს.
თქვენ ადამიანებო, პოლიტიკოსებო თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებო, ვაი პატრიოტიზმით აღჭურვილებო, რა გინდათ? რა სახელმწიფოს დაკარგვაზე მესაუბრებით, როცა მოყვასი არ გიყვართ, ადამიანის ყველაზე დიდ უფლებას სიცოხლეს არ აგდებთ არაფრად. შეგიპყროთ ძალაუფლების და რევანშის დაუოკებელმა ჟინმა, თორემ წარმოუდგენელია სხვა მხრივ არ იფიქრო ადამიანის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებაზე.
თქვენ ხართ პატრიოტები? ადამიანები, რომლებიც გაიძახით ეს ჩვეულებრივი ვირუსია, რომ ეს სტატისტიკა გაყალბებულია, რომ თურმე ქუჩაში დგომაა ხსნა და ამით კიდევ უფრო დიდ საფრთხის ქვეშ აყენებთ ადამიანებს. ეს ფარისევლობაა და ძალინ გთხოვთ, ვითომ სამშობლოს სიყვარულით აღტყინებული ხალხი ნუ გამოიდებთ კომენტარებით თავს.
ჩემთვის ქვეყნის სიყვარული თითოეული ქართველის სიცოცხლეზე გადის!“ -წერს ნათია ზედგინიძე.