თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დიდ ტაბლოზე წამზომი ჩართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ბიძინა ივანიშვილს დრო 8 საათამდე მისცეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ეს წამზომი სწორედ 8 საათამდე დარჩენილ დროს ითვლის.