„„ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს ნაძირალა კობახიძე. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს.
რაც უნდა ის გამოიყენონ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ვიქნები ჯანმრთელი და ცოცხალი“, _ ამბობს ალეკო ელისაშვილი.
„ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდაც გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ.
თქვას თამარ ჟვანიამ, რომ გადადგა, თორემ აქ ასე მთელი ღამე გაგრძელდება. ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელმაც მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოიპარა არჩევანი.
უნდა გადადგეს, სხვაგვარად არ დაწყნარდება არაფერი“, _ განაცხადა ელისაშვილმა.