არავინ ცდილობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას, ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძის განცხადება ტყუილია.
„საბანაძის განცხადება ტყუილია. არავინ ცდილობდა შენობაში შეჭრას, არავინ, არაფერს მსგავსს. რკინის ჯებირები სხვაა. მე ყოველთვის პროტესტის შვიდობიან ფორმას ვუჭერ მხარს. არავინ ცდილობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ოთარ კახიძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. მისივე თქმით, ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.
ცესკო-ს შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირისა და პოლიციის კორდონი გარღვევა დაიწყეს. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.