ადამიანზე შეხვედრიდან წამებში გვექმნება პირველი შთაბეჭდილება. დროთა განმავლობაში ეს შთაბეჭდილება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში,ცნობიერებაში ადამიანს მივიჩნევთ ისეთად, როგორი წარმოდგენაც მასზე პირველ შეხვედრისას გაგვიჩნდა.
რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან ის, თუ როგორი წარმოგვიდგენია ესა, თუ ის ადამიანი და როგორია ის, მისი შინაგანი სამყარო რეალურად?
გერმანელმა მკვლევარებმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად რამდენიმე კვლევა ჩაატარეს.
კვლევა ორიენტირებული იყო ორგანიზაციებზე, სადაც ბევრი რამ არის ხელმძღვანელ პირებზე დამოკიდებული.
ის, თუ როგორ აფასებს მენეჯერი თანამშრომელს, წყვეტს თანამშრომლის წარმატებას სამსახურში. ის, თუ როგორ შეუძლია მას ადამიანის გამოცნობა გასაუბრების დროს, წყვეტს მიგიღებენ თუ არა ამა თუ იმ სამსახურში.
გერმანიაში, როგორც წესი, სამსახურის მაძიებლები ავსებენ პიროვნების ტესტს, რომელიც მენეჯერს პოტენციური თანამშრომლის პიროვნული მახასიათებლების დადგენაში ეხმარება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ეს ტესტი რეალურ სურათს არ ქმნის.
ამიტომ სამსახურის მაძიელებმა უნდა წარადგინოს რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან, რაც რეალურად დიდ როლს თამაშობს ადამიანის დასაქმების პროცესში.
მკვლევარები წერენ, რომ შეიძლება ადამიანმა პიროვნების ტესტში მაღალი მაჩვენებელი აიღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სასურველი კადრია. ტესტში ადამიანები კარგად ახერხებენ დამალონ არასასურველი მხარეები.
ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოდგენა ადამიანის შესახებ მასთან ურთიერთობის შედეგად გვეძლევა და ამას ვერანაირი ტესტი ვერ ცვლის.
მნიშვნელოვანია ის, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ ადამიანის მიმართ, რომლის შეფასებაც გიწევთ. თუ შეყვარებული ხართ მასზე, დიდი ალბათობით მხოლოდ დადებით შეფასებას მისცემთ.
თუ აფასებთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩეთ.
იმისთვის, რომ შეძლოთ ადამიანის ზუსტი შეფასება,უნდა დაივიწყოთ მიკერძოებულობა – რამდენად მოგწონთ ის, ან არ მოგწონთ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეიძლება პირველად ხედავთ და ვიზუალით მოიხიბლეთ, ან არ მოგეწონათ – ამ წარმოდგენებს მის პროფესიონალიზმთან დიდი ალბათობით საერთო არაფერი აქვს. მიკერძოებულობის გამო შესაძლოა ვერ დაინახოთ რამდენად საიმედო, ერთგულ და პატიოსან ადამიანს ეუბნებით უარს, ან რამდენად არაპროფესიონალს აძლევთ შანსს.