ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აფეთქება ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს.
ირკვევა, რომ ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მაცხოვრებლები დღეს დაბრუნდნენ და შუქის ანთებაზე აფეთქებაც მოხდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და “სოკარ გაზის” თანამშრომლები მუშაობენ.