აშშ-ის სახელმწიფო დეპარმანეტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საუბარია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ.
როგორც განცხადებაში ნათქვამია, პომპეომ და გახარიამ განიხილეს, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლი.
,,სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დვით ზალკალიანს შეხვდა. პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე საპარალამენტო არჩევნებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება covid-19-ის პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მიდივანმა პომპეომ, რუსული ოკუპაციის პირობებში, ასევე დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ – ნათქვამია აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ- სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია.