2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩეველთა აქტივობამ, 15 საათის მონაცემებით, 16.47% შეადგინა.
თბილისში, აქტივობის მაჩვენებელი 13.9%-ია, ხოლო რეგიონების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურებოდა:
აჭარა_18.8; იმერეთი _ 17.2; კახეთი _ 21; მცხეთა-მთიანეთი _19.7; სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 18.6; ქვემო ქართლი _ 17.6; შიდა ქართლი _ 20.6%.